2016 წლის თებერვალში გავიარე ისტ-ის ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი პედაგოგებისთვის.აღნიშნული კურსი მოიცავდა 24 საათს.
2016 წლის მარტი-აპრილი- მაისში გავიარე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავოლო პროცესში. ეს კურსი მოიცავდა 39 საათს.
ორივე ტრენინგის გავლის შემდეგ დავეუფლე ტექსტურ რედაქტორში მუშაობას, ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას და მის გამოყენებას სასწავლო პროცესში, ასევე ელექტრონულ ცხრილებზე მუშაობას და ელექტრონული ფოსტის გამოყენებას, სამ ფაზიანი გაკვეთილის დაგეგმვას ისტ-ის გამოყენებით, საჭირო ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტსა და საძიებო სისტემების საშუალებით. საპრეზენტაციო სლაიდშოუს შექმნას.გავეცანი შეფასების ძირითად პრინციპებს და შევქმენი შეფასების რუბრიკები.
შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა და ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით. შევქმენი ელექტრონული პორტფოლიო ბლოგის სახით.
ტრენინგ-კურსი დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებასა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
მსგავსი ტრენინგები ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ წინსვლას და სწავლა-სწავლების პროცესის ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში წარმართვას.