- პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი ცხოვრების წესი ახალგაზრდებში.
- პროექტის მთავარი იდეა(თემა): მოსწავლეები შეხვდებიან სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს სიგარეტის და ნარკოტიკების მავნებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მოაწყობენ სპორტულ შეჯიბრს კლასებს შორის.
- პროექტის აქტუალობა: ჯანსაღი ცხოვრების წესის აგიტაცია- პროპაგანადა მოზარდ თაობაში.
- პროექტის მიზნები:მოსწავლეები აიმაღლებენ ცნობიერებას სიგარეტის და ნარკოტიკის მავნებლობის შესახებ, განივითარებენ მსჯელობის, დისკუსიის და კრიტიკული აზროვნების უნარს.
- მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 6კვირა
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: კედლის გაზეთი, სლაიდ შოუ, ფოტო და ვიდეო მასალა.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი,ფორმატი, ფლომასტერები,ფოტო- აპარატი,სპორტული ფორმები,ბურთი,სპორტ-დარბაზი,შეხვედრების ოთახი.
- პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად: პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სიგარეტის მავნელობის შესახებ, მეორე ჯგუფი ნარკოტიკების შესახებ, ხოლო მესამე ჯგუფი გაუწევს ორგანიზებას სპორტულ შეჯიბრს მონაწილე კლასებს შორის. მოეწყობა 3 შეხვედრა: ბიოლოგიის, ქიმიის, სპორტის მასწავლებელთან და სპორტული შეჯიბრი. პროექტის თითოეულ ეტაპზე მოხდება ფოტო და ვიდეო გადაღება, პროექტის ბოლოს მომზადდება ვიდეო და სლაიდ-შოუ,კედლის გაზეთი.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, ქიმია,სპორტი. მოქ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია პიროვნებისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელობის
გააზრებით მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს.
- პროექტის ხალმძღვანელი: ხათუნა ბუთხუზი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xatunabutxuzi5@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://xatunabutxuzi.blogspot.com/
Thursday, April 21, 2016
პროექტი:,,ჯანსაღი ცხოვრების წესი ახალგაზრდებში"
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment